вторник, 17 марта 2015 г.

დღე-9

პრეზენტაციები, პრეზენტაციები, პრეზენტაციები :-)

კარგი დღე იყო კარგი შედეგებით. მოვისმინეთ ერთმანეთის საბოლოო პროექტები, მივიღეთ რჩევები, მოგვეცა დრო ამ რჩევების გათვალისწინებით შესწორებები შევიტანოთ.
ეს 9 დღე ყველაზე ნაყოფიერი აღმოჩნდა რადგან გავიგე თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ტექნოლოგიების გამოყენებას პროექტებით სწავლებისას და ზოგადად სწავლების ახალ მიდგომას პროექტებით სწავლებას. მივეესალმები, მომწონს და აუცილებლად ვიმუშავებ ინტელის მეთოდით.

დღე-8

ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.

კიდევ ერთი საუკეთეო საშუალება რომელიც მისცემს მოსწავლეებს სწორი მიმართულებით შეასრულონ დავალება და ნაკლებად იფიქრონ და დახარჯონ დრო ტექნიკურ საკითხებზე.

დღე-7

გავცანი და აღვფრთოვანდი გარდნერისა და ბლუმის მატრიცას. საუკეთესოდ გადანაწილებულ დავალებებს ცოდნის დონისა და ინტელექტის შესაბამისად. ვფიქრობ ეს სწორედ ისაა რომლის გამოყენებითაც მოსწავლეებს აუმაღლდებათ თვითშეფასება და მოტივაცია სწავლის მიმართ რადგან თითოეული  დავალება დაძლევადი იქნება მათი მხრიდან. უნდა ვაღიარო რომ ამის შესრულება ძალიან რთულია მაგრამ აუცილებლად გავაკეთებ.

დღე-6

მოსწავლის როლის მორგება -უმნიშვნელოვანესი მოდულია, დავფიქრდი და ჩავუღრმავდი რაოდენ სწორი გათვლაა საჭირო მოსწავლეთა საჭიროებების და ინტერესების გათვალისწინებით. ასევე რამდენად ავთენტური და რეალისტურია ამ დავალების საფეხურების დაძლევა მოსწავლეთა მხრიდან. რა პრობლემები წარმოიქმნიება და როგორ შეძლებენ ამ პრობლემის მოგვარებას. და ყველაზე მთავარი -დავალების მოთხოვნბის ზუსტი გაცნობა მოსწავლეთათვის. დავალების შეფასების რუბრიკა დეტალურად გაწერილი კრიტერიუმებითა და ინდიკატორებით რომელიც ასევე დაეხმარება მოსწავლეებს სწორი მიმართულებისშენარჩუნებაში დამოუკიდებელი მუშაობისას. 
დღეს გავიგე ინტერნეტ რესურსების გამოყენების უსაფრთხების და საავტორო უფლებების შესახებ. ასევე  ინტერნეტის ეფექტურად გამოყენება,  ახალი ვებ ტექნოლოგიები გვთავაზობს თანამშრომლობით გარემოს, სადაც მოსწავლეები ურთიერთობენ და ერთობლივ ვებ მასალას ქმნიან და ეს ყველაფერი  როგორ ეხმარება მოსწავლეებს ერთმანეთთან კომუნიკაციასა და თანამშრომლობაში. ონლაინკოლაბორაციის დადებით მნიშვნელბა და ინსტრუმენტები . აუცილებლად გამოვიყენებ მას საგაკვეთილო პროცესში პროექტების კეთებისას. 

понедельник, 23 февраля 2015 г.

დღე-4

ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ: ინტერნეტს შეუძლია გაზარდოს მოსწავლეთა ჩართულობა სასწავლო პროექტებში და ზოგადა სასწავლო პროცესში.განვიხილეთ ატუ როგორ მოხერხდება პროექტში 21- ე საუკუნის უნარების ინტეგრირება.განვიხილეტ თუ როგორ მოვიძიო ეპექტურად ვებ-გვერდები.

суббота, 14 февраля 2015 г.

დგე მეორე-რეფლექსია

დგეს გავეცანიტ მეორე მოდულს---პუბლიკაციის მომზადება.   ძალიან მომეცონა დგევანდელი მოდული საინტერესო იყო.    პირველ რიგში ერტმანეტს გავუზიარეტ იდეები ტუ ვის რა პროექტზე გვინდა მუშაობა.   შაბლონის ნახვის შემდეგ ვიმუშავეტ ვორდში და გავაკეტეტ პუბლიკაცია.